16 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ - სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ. პროკურატურა ორივე მათგანისთვის 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტი თანხის გათეთრებას ედავება. 

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები