18 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
დაძაბულობა ჰონგ-კონგში - ჩინეთის მეგაპოლისი ისევ ანტისამთავრობო გამოსვლებმა მოიცვა

დაძაბული ვითარება ჰონგ-კონგში - ჩინეთის მეგაპოლისი ისევ ანტისამთავრობო გამოსვლებმა მოიცვა. პოლიციის მხრიდან  აქციის ჩატარების აკრძალვის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა დღევანდელი მსვლელობა მაინც დაგეგმეს. ისინი  სამთავრობო კვარტალში შეკრებას აპირებდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა მისადგომთან პოლიციის კორდონები განალაგა. სამართალდამცველები ხალხს არ ატარებდნენ, რასაც მცირე შეტაკებები და დაკავებები უკვე მოჰყვა.

ჰონგ-კონგში 10 ათასობით ადამიანი ექსტრადიციის შესახებ კანონპროეტს აპროტესტებს, რომელიც ავტონომიურ ტერიტორიაზე დაკავებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას ითვალისწინებს. აქციები უკვე მეშვიდე კვირაა, იმართება და როგორც წესი, პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.

დღის ამბები