25 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
მოსკოვში დაკავებულთა რიცხვმა 560-ს გადააჭარბა

მოსკოვში დაკავებულთა რიცხვმა უკვე 560-ს გადააჭარბა, მათ შორის არიან ოპოზიციის კანდიდატები, ვინც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა. სამართალდამცველები იმ ჟურნალისტებსაც აკავებენ, ვინც დაკავებების პროცესს აშუქებენ.

პუტინის ხელისუფლება ოპოზიციას ანტისამთავრობო აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. პოლიცია მომიტინგეებს პირდაპირ მოსკოვის ქუჩებში აკავებს. იმ ადამიანებს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, სამართალდამცველები სასტიკად უსწორდებიან, იყენებენ ძალას და რეზინის ხელკეტებს.

პუტინის პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერები წინასწარ გააფრთხილა, რომ არ მოუწოდონ მოქალაქეებს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრა. აქციის მოწოდებები სოციალურ ქსელებში არ შეწყდა. პოლიციამ ოპოზიციის ლიდერების დაკავებები და მათ ოფისებში ჩხრეკა დილიდან დაიწყო. ალექსეი ნავალნის ძალოვანებმა სტუდიაში მიაკითხეს და გადაცემის წამყვანი პირდაპირ ეთერში დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები