16 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
საპროტესტო აქცია მოსკოვში და დაკავებული მომიტინგეების რეკორდული რიცხვი - ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა  

ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ძალადობას ევროკავშირი სიტყვისა და შეკრებების თავისუფლების უფლების დარღვევად აფასებს. განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარის პრეს-სპიკერმა გააკეთა.

მაია კოსიანჩიჩის თქმით, დაკავებები და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაადექვატური ძალის გამოყენება, არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაშია გაწერილი.

ევროკავშირი ელოდება, რომ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი შეკრების უფლება რუსეთში დაცული იქნება.

27 ივლისის საპროტესტო აქცია დაკავებული მომიტინგეების რიცხვის მიხედვით რეკორდული აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებამ 1370-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაარბია ოპოზიციური მედია საშუალებები და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებისა და ჟურნალისტების წინააღდეგ ძალა გამოიყენა.

დაშავებულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. მათ მორიგი აქცია დააანონსეს. სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მოსკოვში 3 აგვისტოს გაიმართება.
 

დღის ამბები