18 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
ალიასკაზე ისრაელის უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემა გამოსცადეს

ალიასკაზე ისრაელის უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემა გამოსცადეს. "ჰეც სამი" უახლესი ტიპის რაკეტაა, რომელსაც მიზნის განადგურება ატმოსფეროს ფარგლებს გარეთაც შეუძლია.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო ექსპერიმენტის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელი ფლობს უსაფრთხოების სისტემებს, რომელიც ქვეყანას ირანიდან ან სხვა ტერიტორიებიდან გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტებს გაანადგურებს.

ანტისარაკეტო სისტემა ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად გამოსცადეს. ექსპერიმენტისთვის ალიასკაზე მდებარე პოლიგონი შეარჩიეს, რადგან ისრაელის რელიეფი მსგავსი ტიპის ექსპერიმენტის საშუალებას არ იძლევა.

დღის ამბები