20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - რუსმა პატიმარმა დანაშაული აღიარა 

საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები