26 სექტემბერი 2022,   23:09
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე - წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი უკვე დარეგისტრირდა.

სარჩელის შეტანის დროს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის ცოლი, ირინა ოქრუაშვილი და მისი შვილი, მია ოქრუაშვილი იმყოფებოდნენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის მეუღლემ, ოქრუაშვილის თანაპარტიელებთან ერთად საჩივარი რამდენიმე წუთის წინ დაარეგისტრირეს. მათ შუამდგომლობად ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დააყენეს.

საჩივრის გარდა, მათ ყველა ის მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც დაცვის მხარეს ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასაბუთების მიზნით აქვს მოპოვებული.

ოქრუაშვილის თანაპარტიელები თვლიან, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავება არა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, არამედ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს და "რუსთავი 2"-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება.

დღის ამბები