19 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
ინდოეთში ვეფხვის მოკვლისთვის 4 ადგილობრივს პატიმრობა ემუქრება

ინდოეთში ვეფხვის მოკვლისთვის 4 ადგილობრივს პატიმრობა ემუქრება. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთში ერთ-ერთი ნაკრძალის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივები მტაცებელს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც ცხოველმა მათი თანასოფლელი დაგლიჯა.

ვეფხვი ადგილობრივებმა ცემით მოკლეს. პოლიციამ კი 4 ადამიანი დააპატიმრა. ინდოეთში მოქმედი კანონის მიხედვით, ნაკრძალის ტერიტორიაზე ვეფხვის მოკვლა 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები