20 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ალექსეი ნავალნი კლინიკიდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი კლინიკიდან გაწერეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვის კლინიკიდან კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს. ნავალნი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მას სხეულზე სიწითლეები, თვალისა და სახის არეში კი შეშუპებები აღენიშნებოდა. ოფიციალური დიაგნოზი მწვავე ალერგიული ფორმა, "ჭინჭრის ციებაა," მაგრამ პოლიტიკოსის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მის პაციენტს ალერგია არასდროს ჰქონია. მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება და დიაგნოზის გადამოწმება გადაწყვიტეს. ანალიზისთვის ლაბორატორიაში მის ბიოლოგიურ მასალას გადააგზავნიან. ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას აქციების ორგანიზების წესების დარღვევა ბრალდება.

დღის ამბები