23 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
სირიაში კიდევ ერთი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის არსებობა დადასტურდა

სირიაში კიდევ ერთი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის არსებობა დადასტურდა. რუსულმა გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ კომპანია "ვაგნერის" გარდა, სირიაში კიდევ ერთი დაჯგუფება სახელად "ფარი" მოქმედებს, რომლის სამი წევრიც აფეთქებას ემსხვერპლა.

რუსმა ჟურნალისტებმა მათი ვინაობაც დაადგინეს. გაირკვა, რომ ისინი წლების წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.

უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს "ფარს" და მის დაქირავებულ მებრძოლებს, მაგრამ დადგენილია, რომ მეორე სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" კურატორის ვინაობა.

ის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ევგენი პრიგოჟინია.

დღის ამბები