23 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
გრანდიოზული აუქციონი ლოს-ანჯელესში - ჰოლივუდის ვარსკვლავების პირად ნივთებზე და ფილმების რეკვიზიტებზე ვაჭრობა გაიმართება

ლოს ანჯელესში გრანდიოზული აუქციონისთვის ემზადებიან. გასაყიდად ჰოლივუდის ვარსკვლავების პირადი ნივთები და ლეგენდარული ფილმების რეკვიზიტები გამოიტანეს. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ელვის პრესლის კუთვნილი ავტომობილია, რომელიც 1937 წელს სპეციალურად იმ ფილმისთვის შეიქმნა, სადაც მთავარი როლი როკ-ენ-როლის მეფემ შეასრულა.

აქვე გაიყიდება ელვის პრესლის თმის ლოკონი, მერლინ მონროს სამკაულები, კურტ კობეინის საფულე და მაისური. ერთ-ერთი ძვირად ღირებული ლოტია ასევე კეიტ უინსლეტის კოსტიუმი, რომელიც მსახიობს ტიტანიკში აცვია. აუქციონის ორგანიზატორი ვარაუდობს, რომ როუზის მოსაცმელი ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდება.

ვაჭრობა ლოს ანჯელესში, ჰარდ როკის კაფეში 31 აგვისტოს გაიმართება. მსურველებს მონაწილეობა ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

დღის ამბები