20 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
"2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ზრდით დასრულდება" -ლარის გაუფასურებაზე ოცნების" ბრალდებები "თიბისი რისერჩმა" გააბათილა

ლარის კატასტროფული გაუფასურება - მმართველი გუნდის, მთავრობის ლიდერები, არსებულ მძიმე ვითარებაში, ოპოზიციას ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. 

უცნობია რა მონაცემებზე დაყრდნობით ადანაშაულებს მაია ცქიტიშვილი ყველას და ყველაფერს მმართველი გუნდის გარდა, ლარის გაუფასურებაში, რადგან ოფიციალური კვლევები სრულიად საპირისპრიოზე მეტყველებს. 

მიმოხილვა, "თიბისი რისერჩმა", რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კლების ნაცვლად ზრდით დასრულდება.

კვლევაში მოცემული დიაგრამა, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლის მაჩვენებელს ასახავს. ცალკე დიაგრამა ეთმობა კონკრეტულად რუსი ტურისტების შემოსვლას და ამ მონაცემებით ჩანს, რომ ივნისის ბოლოს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მართლაც აღინიშნება ვიზიტორების რაოდენობის შემცირება,, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო 2 კვირაა ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. ტურიზმის აღმავალი დინამიკა კი ზუსტად დროში ემთხვევა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას. მიმოხილვის ავტორები ფიქრობენ, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელი ტურიზმის 5 პროცენტიანი მატებით დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები