20 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
"შენობაში ნაღმია და 48 საათში აფეთქდება" - რუსულენოვანი შეტყობინებები თბილისსა და ბათუმში ერთდროულად მიიღეს

თბილისსა და ბათუმში დღეს ბომბებს ეძებდნენ. თბილისში ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრსა და ბათუმში, რუსთაველის უნივერსიტეტში რუსულენოვანი შეტყობინებები ერთდროულად ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა. ორივე წერილში ეწერა, რომ შენობა დანაღმულია და 48 საათში აფეთქდებოდა. ორივე ადგილზე განგაში გამოცხადდა და საქმეში გამნაღმველებმა ჩაერთნენ. ახლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგენს, საიდან ვინ და როდის გამოგზავნა რუსულენოვანი წერილები, რომ ბათუმის უნივერსიტეტი და გულის კლინიკა ჰელსიკორი დანაღმული იყო.

საბოლოოდ ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრში განგაში ცრუ აღმოჩნდა.

„სახანძრო მანქანა იყო მოსული, შევეკითხეთ რა ხდება და გვითხრეს რომ მეცხრე სართულზე შემოვიდა ინფორმაცია რომ იქ ბომბია და სასურველია, რომ შენობები დატოვოთ. ჩვენ დავიბენით ძალიან ვინაიდან უამრავი პაციენტი გვყავს და ტრანსპორტაბელური პაციენტები არ გვყავს. რაღაც პერიოდის მერე მოვიდა პოლიცია და გაარკვიეს რომ ეს იყო ცრუ განგაში“-განაცხადა ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ექიმმა ია მალაშხიამ.

დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოცხადდა ბათუმის უნივერსიტეტშიც. გზავნილი სადაც ეწერა რომ 48 საათში შენობა აფეთქდებოდა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის იმ ელექტრონული ფოსტის მისამართიც, საიდანაც შეტყობინება იქნა გაგზავნილი.

„ყველა თანამშრომელი უნივერსიტეტის იმყოფებოდა უნივერსიტეტში. შემოვიდა უნივერსიტეტის ოფიციალურ ფოსტაზე ინფორმაცია , რომ უნივერსიტეტში 48 საათის განმავლობაში მოხდებოდა აფეთქება. ევაკუირებულია მთლიანად ყველა. არც ერთი თანამშრომელი არ არის შიგნით. ჩვენ შესაბამის სამსახურებს მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია,“-განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტში. 

დღის ამბები