25 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ გამოიკითხება

ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ 11 საათზე მივა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა "კურიერს" განუცხადა. ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება, მოსამართლე კი ნინო ჩახნაშვილი იქნება. 

ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა. 

შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. 

გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები