25 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
პროტესტი მოსკოვში - აქციის ორგანიზატორებმა ამჯერად სახალხო სეირნობა დაანონსეს

მოსკოვში პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მერიის მიერ დემონსტრაციის ჩატარებაზე უარის მიღების  შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვში ცენტრში შეკრება და სახალხო სეირნობა დააანონსეს.

მოძრაობა „სამართლიანი არჩევნების“ თავარი მოთხოვნა 27 ივლისის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და იმ პოლიციელების დასჯააა, ვინც გასულ კვირას მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

პუტინის რეჟიმმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაკავებებით წინასწარ დაემუქრა. რუსეთის შინაგან საქმეთა უწყებამ მოსკოვის ქუჩებში პოლიციის ქვედანაყოფები განალაგა. პოლიციელები გამვლელებს აჩერებენ, და ურჩევენ, ოპოზიციის აქციაზე არ მივიდნენ.

აქციის ჩასაშლელად ასევე,  მოსკოვის მერიამ კონცერტი დაგეგმა და მოუწოდა მოსახლეობას უკანონო აქციის ნაცვლად ცნობილი ჯგუფების მოსასმენად შეიკრიბონ.

დღის ამბები