19 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან შემთხვევითი გამვლელები და ჟურნალისტები. როგორც ცნობილია, პოლიციამ პოლიტოლოგი არკადი გუბნოვი დააკავა. 

აქციის მონაწილეები მოსკოვის საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებენ. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. 

 

 

ფოტო - ანტონ კარლინერი (НОВАЯ ГАЗЕТА).

დღის ამბები