25 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია 600-მდე პირი,  მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე აქციას და დაკავებებს აშუქებდნენ.

სამართალდამცველები ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს პირდაპირ ქუჩებში აკავებენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლუბოვ სობოლი ძალოვანებმა მისივე შტაბთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთია ოპოზიციის კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა.

დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება - "დავიბრუნოთ არჩევნების უფლება" - ამ შინაარსის შეძახილებით ხალხი საპროტესტო მსვლელობის გამართვას ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

 

ფოტო 1 - ანდრეი ზალატოვი (МБХ медиа). 

ფოტო 2 - ანტონ კარლინერი (НОВАЯ ГАЗЕТА).

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები