20 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
სირიის პირველი ლედი კიბოსგან განიკურნა - ასმა ასადი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

სირიის პირველი ლედი კიბოსგან განიკურნა. დაავადების დამარცხების შესახებ ასმა ასადმა სახელმწიფო ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სირიის პირველი ლედი დიაგზონის დასმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

ძუძუს კიბოს დიაგნოზი მას ერთი წლის წინ დაუსვეს, იანვარში კი ოპერაციაც ჩაუტარდა. ასმა ასადმა დაადასტურა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს სირიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა და ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მძიმე წუთებში მას გვერდით დაუდგა და ყველა ქალს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, გამოჯანმრთელება უსურვა. 

დღის ამბები