24 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
ქართველმა სამხედრო მედიკოსებმა საჰაერო საევაკუაციო სწავლება გაიარეს

მტკიცე სული 2019 - ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს.

სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა. სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

„ჩვენი სწავლების მიზანია, გავაცნოთ ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს თუ როგორ უნდა განხორციელდეს საჰაერო ევაკუაცია, თუ როგორ უნდა გავუწიოთ სამედიცინო დახმარება პაციენტს საჰაერო ტრანსპორტირებისას, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა საჰაერო ევაკუაციის დროს ბევრი ასპექტი უნდა გაითვალისწინონ. სიმაღლეზე ცვალებადია წნევა, ჟანგბადი, რაც კიდევ უფრო ართულებს პაციენტის მდგომარეობას. სწავლების მიზანიც, შესაბამისად, იმ უნარ-ჩვევების დახვეწაა, რაც სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის დროს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციაში დაეხმარება. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ და გამოცდილებას ვუზიარებთ ,“ - განაცხადა სამხედრო საჰაერო ექთანმა და მაიორმა, ანდრეა ესსიგიმ

დღის ამბები