19 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანთან სადავო ქაშმირის რეგიონს პრივილეგია მოუხსნა

ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანთან სადავო ქაშმირის რეგიონს პრივილეგია მოუხსნა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, შტატს განსაკუთრებული სტატუსი მოეხსნა. მანამდე ქაშმირის რეგიონს საკუთარი კონსტიტუცია და დროშა ჰქონდა, ასევე საგარეო, თავდაცვისა და კომუნიკაციების სფეროს გარდა დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა.

საკონსტიტუციო ცვლილების გამო, მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირის რეგიონში დამატებით 8 ათასი სამხედრო შეიყვანა, აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები. რეგიონში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტკავშირიც.

დღის ამბები