მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალის აფეთქებების შედეგად დაშავდა 12 ადამიანი.
ახლომდებარე სოფლებიდან ევაკუირებულია 4 ათასამდე ადგილობრივი. აფეთქებების ეპიცენტრიდან 30 კილომეტრიან ზონაში აიკრძალა სატრანსპორტო მიმოსვლა. დაიხურა საჰაერო სივრცე.
ადგილზე დამატებითი სამაშველო ჯგუფებია არიან მობილიზებული. ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ საწყობში მუშაობს გამნაღმველები დაიწყებენ.