14 აგვისტო 2022,   12:49
ვრცლად
ლარი კვლავ უფასურდება - ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ და მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ 

ლარის გაუფასურება გრძელდება - ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ექსპერტები ეროვნული ბანკის მხრიდან დაგვიანებულ ქმედებებზე საუბრობენ.  

ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად მთავარი საფინანსო უწყების მიერ ინტერვენციები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, სხვა და სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდება.

„ინტერვენცია იყო ძალიან დაგვიანებული, გაიყიდა 32 მილიონ 800 ათასი  დოლარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერვენცია კვლავ უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ნიშნული ჩამოვიდეს დაბლა, თუ რა თქმა უნდა, უნდა ეს ეროვნულ ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების გაძვირება არ დააყოვნებს სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ეგრეა. ის, რომ სამიანი ნიშნული გადაკვეთოს, სავარაუდოდ, აქამდე არ მივა, იმიტომ, რომ იძულებული გახდება ეროვნული ბანკი ინტერვენციები მიიღოს სასწრაფოდ,“- განაცხადა ნიკა შენგელიამ.

საპირისპირო აზრზეა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. კეპულაძის განცხადებით, საშუალო ვადაში ლარის გამყარება მხოლოდ ინტერვენციით შეუძლებელია.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის გაყიდვა მოლოდინების და მოსახლეობაში პანიკის ჩასაცხრომად გადაწყვიტა. გიორგი კეპულაძე ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობის აღების  აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ  მთავრობამ ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ უნდა აკიდოს.

გიორგი კეპულაძე-ის სურათის შედეგი„მხოლოდ ინტერვენციით ლარის კურსის საშუალო ვადაში გამყარება წარმოუდგენელია. ეს იყო მხოლოდ მოლოდინების ჩასაცხრომად და პანიკის ჩასაცხრომად, შესაბამისად, ახლა იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს მაკროეკონომიკური ფაქტორები უნდა იყოს წესრიგში და მოსალოდნელია, რომ ჩვენ შეგვიმცირდება იმპორტი და იმპორტის შემცირებით, ვთქვათ, შესაძლებელი იქნება, რომ ნაკლები ვალუტა გავიდეს ქვეყნიდან. საგადამხდელო ბალანსი თუ არ იქნა წესრიგში ლარი ასე მარტივად ვერ გამყარდება და ამაზე და არ ეცადოს, რომ გადააბრალოს, ვთქვათ, ეროვნულ ბანკს და მას აკიდოს მთელი პასუხიმგებლობა ლარის კურსზე,“- განაცხადა კეპულაძემ.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.89 გახდა. დღეს კი  სავალუტო ბაზარზე ლარი ვარდნას კვლავ განაგრძობს. ბმლუბმბერგზე ვაჭრობა 2.90 ლარად დაიწყო თუმცა ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით უკვე გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები