20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
თუ აშშ-ს მოლაპარაკების განახლება სურს, ვაშინგტონმა დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს - როუჰანის ულტიმატუმი

ირანის პრეზიდენტმა ვაშინგტონს ულტიმატუმი წაუყენა. ჰასან როუჰანის თქმით, თუ შეერთებულ შტატებს თეირანთან მოლაპარაკების განახლება სურს, ვაშინგტონმა დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს და ირანს ნავთობის ექსპორტის საშუალება მისცეს.

ირანის პრეზიდენტმა დასავლეთს მიანიშნა, რომ თეირანთან სანქციების ენით საუბარს აზრი არ აქვს და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობითაა შესაძლებელი.

"ირანთან ომი იქნება ომების დედა, მშვიდობა კი მშვიდობის დედა," - აცხადებს ჰასან როუჰანი.

ირანის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტეში დაკავებულ უცხოურ ტანკერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო საპასუხო ნაბიჯი გიბრალტარის სანაპიროსთან ირანული ხომალდის დაკავებაზე. მისი თქმით, თუ უცხოურ გემებს სპარსეთის ყურეში თავისუფლად გადაადგილება სურთ, ირანული ხომალდებიც თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ.

დღის ამბები