20 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ფინკის საკონცერტო გუნდი ავიაკატასტროფას გადაურჩა - თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მომღერალ ფინკის საკონცერტო გუნდი ავიაკატასტროფას გადაურჩა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პოპვარსკვლავის კოლეგები, შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა, დანიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ასაფრენ ბილიკზე კი ცეცხლი მოედო.

ფინკის პროდიუსერების განცხადებით, თავად მომღერალი ბორტზე არ იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, შესაბამისად, დაგეგმილი კონცერტი დათქმულ დროს ჩატარდება.

ფინკი კონცერტს ქალაქ ჰორსენში ორშაბათს გამართავს. 

დღის ამბები