25 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
მომიტინგეებს, რომლებიც მოსკოვში ანტისამთავრობო აქციაზე იმყოფებოდნენ, შვილს ართმევენ 

პუტინის რეჟიმმა დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდი აამოქმედა. მომიტინგეებს, რომლებიც 27 ივლისს ანტისამთავრობო აქციაზე იმყოფებოდნენ, შვილს ართმევენ. მეურვეობის ჩამორთმევის შესახებ განცხადება მოსკოვის პროკურატურამ გამოაქვეყნა და სასამართლოს გადაუგზავნა.

საკუთარ გადაწყვეტილებას უწყება იმით ხსნის, რომ ცოლ-ქმარმა კანონი დაარღვიეს, როდესაც არასანქცირებულ მიტინგზე ერთი წლის შვილთან ერთად მივიდნენ, ის მესამე პირს ხელში დააკავებინეს და ამგვარად საფრთხე შეუქმნეს ჩვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ოჯახი ამბობს, რომ მესამე ადამიანი, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, ბავშვის ბიძაა. ამის მიუხედავად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვის ექსპლუატაცია მოახდინეს და მშობლის უფლებები ბოროტად გამოიყენეს.

პროკურატურა მსგავსი სასჯელით ყველა მშობელს და მომიტინგეს ემუქრება, ვინც აქციაზე არასრულწლოვნებთან ერთად იმყოფებოდნენ. 

 

ფოტო - იულია მინეეა (Новая газета).

 
დღის ამბები