19 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში - თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ხალხმრავალ ქუჩაზე ააფეთქა

მორიგი ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქში - თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ქაბულის ხალხმრავალ ქუჩაზე ააფეთქა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. თალიბებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ დასაქმების ცენტრზე თავდასხმა დაჯგუფების წევრმა მოაწყო. 


 

დღის ამბები