23 აპრილი 2024,   22:20
ვრცლად
ჯეფრი ეპშტეინის ცხედარი საკანში იპოვეს - აშშ-ში პედოფილიაში ბრალდებული მილიარდერის თვითმკვლელობაში ეჭვი ეპარებათ

შეერთებულ შტატებში, პედოფილიაში ბრალდებული მილიარდერი ფინანსისტის თვითმკვლელობაში ეჭვი ეპარებათ. გენერალური პროკურორის უილიამ ბარის განცხადებით, მომხდარი სერიოზულ შეკითხვებს ბადებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვა ნიუ-იორკის მერმაც. ჯეფრი ეპშტეინის ცხედარი საკანში აღმოაჩინეს.

მილიარდერი სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინში იყო. 66 წლის ეპშტეინს არასრულწლოვნებით სექსუალურ ვაჭრობასა და მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ. ის სამართალდამცველებმა ნიუ-იორკში ივლისში დააკავეს და 45-თ წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.


დღის ამბები