25 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილება იურისტმა იმ პირობით დატოვა, რომ ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება. სობოლი სამართალდამცველებმა გუშინ მოსკოვში, ოპოზიციის მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე დააკავეს.

რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში 2011 წლის შემდეგ ყველაზე ბევრი ხალხი გამოვიდა. სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით გამართულ აქციას 60 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. სანქცირებული მიტინგის დროის ამოწურვისთანავე პოლიციამ მომიტინგეების დაკავება დაიწყო. განყოფილებაში 250-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.


დღის ამბები