20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
სტიქია ჩინეთში - ტაიფუნ "ლეკიმას" 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთში ტაიფუნ "ლეკიმას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. 20-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონები დააზარალა.

წინასწარი მონაცემებით, მიყენებული ეკონომიკური ზარალი 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სტიქიის ზონაში 3 ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. შტორმი ამ დროისთვის შედარებით შესუსტდა და პეკინის მიმართულებით მოძრაობს. "ლეკიმა" მეცხრე ტაიფუნია, რომელიც ჩინეთს წელს დაატყდა თავს.
 

დღის ამბები