24 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
საბერძნეთში მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს

საბერძნეთში მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, რომელიც ათენის გარეუბნებს უქმნიდა საფრთხეს. სამაშველო ოპერაციაში 140-ზე მეტი მეხანძრე და ავიაცია მონაწილეობდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვარაუდობენ, რომ ტყის ხანძრების ახალი კერების გაჩენა საბერძნეთში სიცხემ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

დღის ამბები