23 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
"ევროპულ საქართველოში" მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ

"ევროპულ საქართველოში" მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ლევან თარხნიშვილი ბიზნესმენის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც მამუკა ხაზარაძემ სექტემბრიდან სამოქალაქო მოძრაობის კუთხით გააქტიურება დააანონსა.

თარხნიშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ყველა იმ მოძრაობასთან თანამშრომლობს, რომელიც პროდასავლური ორიენტაციისაა და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ცდილობს.

„ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით ყველა იმ ძალის ჩამოყალიბებას და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომელიც აკმაყოფილებს ორ ძირითად ჩვენს მიზანს - ეს არის საქართველოს პროდასავლური კურსი და ეს არის ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას. მე იმედი მაქვს, რომ ბატონ მამუკას სწორედ ეს ორი მიზანი აქვს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, დანარჩენს გვანახებს მომავალი, ის, რომ კიდევ ერთი ძლიერი ცენტრი შეიძლება გაჩნდეს ოპოზიციურ ფლანგზე, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით,“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

დღის ამბები