24 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ისრაელმა აშშ-ს კონგრესის წევრ ორ ქალს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელმა შეერთებული შტატების კონგრესის წევრ ორ ქალს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საუბარია დემოკრატ კანონმდებლებზე, რომლებიც დონალდ ტრამპთან ერთად, ისრაელის კრიტიკითაც გამოირჩევიან და მის წინააღმდეგ ბოიკოტის კამპანიას უჭერენ მხარს.

კონგრესის წევრები აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტს მომავალ კვირაში გეგმავდნენ.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების გავრცელებამდე, დონალდ ტრამპმა twitter-ის ქსელში დაწერა, რომ თუ ისრაელი დემოკრატ კანონმდებლებს ქვეყანაში შეუშვებდა, ეს დიდი სისუსტის გამოვლინება იქნებოდა. 

დღის ამბები