16 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
იმედი გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი მოახერხებს და შეიწყალებს უდანაშაულო ადამიანს - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის დღეს გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მისმა ძმამ  მოინახულა.

თორნიკე მამალაძის თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა დეკანოზი პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს. დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო,  მოქმედ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი უდანაშაულო დეკანოზის მიმართ მოწყალე იქნება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თებერვლიდან დღემდე უცვლელია, ის რჩება პარალიზებული, მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია, ის დღემდე ცხოვრებას განაგრძობს წოლით რეჟიმში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შეწყალების მოთხოვნა დავაყენეთ და იმედი გვაქვს, რაც წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვერ გაბედა და უდანაშაულო ადამიანი არ შეიწყალა, იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოახერხებს და შეიწყალებს უდანაშაულო ადამიანს, რომელიც პარალიზებულია დღეს,"- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს  დაკავებულების ადვოკატებმა დღეს მიმართეს.

დღის ამბები