25 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ხანძარი სასტუმროში და 9 დაღუპული - 18 აგვისტო ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა

ოდესაში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი ცხედარი მაშველებმა ადგილზე სამძებრო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. 10 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ხანძარი, რომლის ლიკვიდაციასაც 3 საათი დასჭირდა, ორსართულიანი სასტუმროს სამრეცხაო ოთახში ღამით გაჩნდა. პოლიცია მომხდარის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს. ხანძრის გაჩენა მკვლელობის დაფარვის მიზნით, უსაფრთხოების წესების დარღვევა და სასტუმროს სტუმრების დაუდევრობა. ტრაგედიის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება გადაწყვიტა.

18 აგვისტო ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები