24 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
წყალდიდობა სტამბოლში - არის მსხვერპლი 

უამინდობა სტამბოლში - გადაუღებელმა წვიმამ ქალაქში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. არის მსხვერპლიც. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი. მამაკაცის ცხედარი დატბორილ მიწისქვეშა გადასასვლელში იპოვეს.

ასევე დატბორილია გზებიც, რის გამოც შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, შეჩერებულია სარკინიგზო და ბოსფორის სრუტეში საბორნე მიმოსვლაც. წყალდიდობამ სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მდებარე დიდი ბაზარიც დააზარალა.

დღის ამბები