კანარის კუნძულზე ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარს უკიდია და სწრაფად ვრცელდება. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ავიაცია. მაშველებმა რამდენიმე ქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. საუბარია დაახლოებით 2 ათას ადამიანზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაციას ძლიერი სიცხე და ქარი აფერხებს.