19 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი და მოლაპარაკების განახლება - საფრანგეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ამ თემებზე ისაუბრებს

აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი და მოლაპარაკების განახლება - ეს იქნება მთავარი თემა, რომელსაც საფრანგეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენებს. რუსეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ხვალ მიემგზავრება.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა დიდი შვიდეულის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება, ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ ყირიმის ანექსიის, დიდი რვიანიდან გაძევების შემდეგ, საფრანგეთის ლიდერი შეეცდება დაარწმუნოს რუსი კოლეგა, რომ სამშვიდობო პროცესს არ უნდა გაერიდოს და უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინიციატივას საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკების განახლების პროცესის შესახებ უნდა დასთანხმდეს.

უკრაინის კრიზისის გარდა ლიდერები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე და სირიის კონფლიქტზეც ილაპარაკებენ.

დღის ამბები