თურქმა ძალოვანებმა 330 არალეგალი დააკავეს. სანაპირო დაცვამ მიგრანტების ნავი ღია ზღვაში შენიშნა. ისინი საბერძნეთში გადასვლას და კუნძულ ლესბოსზე მოხვედრას ცდილობდნენ, სადაც არალეგალების ბანაკია განლაგებული.
თურქეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ავღანეთის, სირიის, ირანისა და ერაყის მოქალაქეები არიან.
10 აგვისტოს შემდეგ თურქეთის სანაპირო დაცვამ საბერძნეთის მოსაზღვრე რეგიონში ჯამში 700 არალეგალი დააკავა.