25 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
ალიასკაზე გიგანტური აისბერგი ჩამოიშალა - 2 ექსტრემალი სიკვდილს გადაურჩა

ალიასკაზე გიგანტური აისბერგი ჩამოიშალა. დრამატული კადრები ორმა ექსტრემალმა გადაიღო, რომლებიც სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. ნიჩბოსნები, - ენდრიუ ჰუპერი და ჯოშ ბასტირიალიასკის სანაპიროზე მოგზაურობდნენ და დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, როდესაც აისბერგმა ჩამოშლა დაიწყო. ყინულის გიგანტურმა ლოდებმა 4 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია, შედეგად მათი ნავი გადაბრუნდა და ნიჩბოსნები გაყინულ წყალში ჩავარდნენ. ექსტრემალებმა თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოახერხეს. ინციდენტი 10 აგვისტოს მოხდა, თუმცა კადრები მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნიჩბოსნებმა მოგზაურობა დაასრულეს.

დღის ამბები