25 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - ქალაქში 10 ბომბი აამოქმედეს

მორიგი თავდასხმა ავღანეთში. საქორწინო ცერემონიის დროს მოწყობილი მასშტაბური ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ აფეთქებების სერია მოხდა ქალაქ ჯალალაბადში. ქვეყნის დამოუკიდებლობის მეასე წლისთავზე ტერორისტების სამიზნე რესტორნები, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და მოედნები გახდა.

ქალაქში 10 ბომბი აამოქმედეს. აფეთქებების შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20 ბავშვი. თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ორი დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ქაბულში საქორწინო ცერემონიის დროს მოწყობილ ტერაქტს 63 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები