უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა კიევის ოლქში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი გაძარცვეს.
ეჭვმიტანილების ძებნა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ისინი მაგისტრალზე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილები შეიარაღებული იყვნენ.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძეა.