23 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ, რამდენიმე ბინის გაქურდვა.  დაკავებული ქართველების ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

გამოძიების შედეგად, დაზარალებულთა დახმარებით დადგინდა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ჩხრეკის შედეგად 100-ზე მეტი მოპარული ნივთი, მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოებია ამოღებული.

დღის ამბები