25 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
სერგო რატიანი საქართველოს პრეზიდენტს "არემჯი გოლდისთვის" გადახდილი მადლობის გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტს "ევროპული საქართველო" "არემჯი გოლდისთვის" გადახდილი მადლობის გამო აკრიტიკებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრ სერგო რატიანის განცხადებით, კომპანია, რომელიც ისტორიული ძეგლების განადგურებითაა დაკავებული, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს, რაც დანაშაულია.

„ხელისუფლება პრეზიდენტს იყენებს იმისთვის, რომ მისთვის სასურველ კომპანიებს გაუწიოს რეკლამა და გაათეთროს. როდესაც პრეზიდენტი მადლობას უხდის ამა თუ იმ კომპანიას, დამნაშავე კომპანიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ათეთრებს ამ კომპანიას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები