25 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური გადაწყვეტილება - "ქართული ოცნება" ახალ კონსულტაციებს იწყებს 

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური გადაწყვეტილებების შემდეგ "ქართული ოცნება" ახალ კონსულტაციებს იწყებს. მმართველი საპარლამენტო გუნდი პრეზიდენტის ერთპიროვნული მოქმედების შესაჩერებლად გამოსავალს შეწყალების კომისიის ამოქმედებით ხედავს.

საერთო პრინციპებზე ჩამოყალიბებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. 

„რაც შეეხება თვითონ მორატორიოუმს, ეს, თავის მხრივ, შეიძლება პრობლემასაც წარმოადგენდეს, თუ მისი ვადა გაგრძელდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლებასთან დაკავშირებული, ეს არის  მსჯავრდებულის უფლება, იქნას შეწყალებული. აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება ქმნიდეს გარკვეულ პრობლემებს“ - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.  

„პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, თქვენ მოისმინეთ ბრიფინგზე, რომ იგი თანახმაა, წესები შემუშავდეს და მისი აზრი იყო, რომ ეს მოხდეს პარლამენტში. კარგია, რომ მას აქვს სურვილი, რომ არსებობდეს წესები და ამას არა ერთხელ ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ კომისია შექმნიდა ერთგვარ პრევენციას, რომ რაიმე ტიპის შეცდომები არ ყოფილიყო დაშვებული“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები