თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბელარუსში ელჩი ისევ ეყოლება. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის დევიდ ჰეილის შეხვედრისას გახდა ცნობილი. მანამდე მინსკში ჯონ ბოლტონი ჩავიდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ელჩი მინსკიდან 2008 წელს გაიწვია. ამის მიზეზი ბელარუსში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გახდა. მანამდე 2006 წელს ვაშინგტონმა ლუკაშენკოს დაუწესა სანქციები, რომლებიც დღემდე ძალაშია.