19 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
მამუკა ხაზარაძეს "ჭორაობაში" მაია ცქიტიშვილიც ადანაშაულებს

გიორგი გახარიას შემდეგ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს ჭორაობაში მაია ცქიტიშვილიც ადანაშაულებს.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ არ სურს აჰყვეს მამუკა ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას. 

"კონსორციუმს წარმოდგენილი აქვს განაცხადი  „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად Meridian Capital Limited-ით შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად  გვაქვს  დაწესებული გარკვეული ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოვახდინოთ ამ ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის, რეპუტაციის და  სხვა ფაქტორების შესწავლა. ეს პროცესი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კონსორციუმთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები