20 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
ექსკლუზივი - ახალი დეტალები 16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში

16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ექსკლუზიურად “კურიერისთვის“ გახდა ცნობილი იმ ერთ-ერთი მოწმის ვინაობა, რომელმაც სახურავიდან გადმოვარდნილი მოზარდის ცხედარი პირველად ნახა.

ასევე, ჩვენებაში მოწმე პირველად საუბრობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე.

"დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე გამოვედი ბინიდან. ჩავედი კორპუსის პირველ სართულზე, მივდიოდი მაღაზიაში. გავედი მეორე სადარბაზოდან და სანამ მესამე სადარბაზოს გავცდი, ჩემს წინ, დაახლოებით 1 მეტრში, დავინახე პიროვნება, რომელიც დაეცა სახით ასფალტზე და ჰქონდა ძლიერი დაცემის ხმა. მე ზევით არ ამიხედავს. როდესაც მივუახლოვდი და შევხედე, აღნიშნული პიროვნება იყო ჩემი შვილის თანაკლასელი. ის არ ინძრეოდა და ჰქონდა ძლიერი სისხლდენა. მალევე დავრეკე 112-ზე, გამოვიძახე სასწრაფო. აღვნიშნავ, რომ კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე, სახურავზე ასასვლელი კარი არ იკეტება და მეც ხშირად შემინიშნავს ადამიანები, რომლებიც სახურავზე იმყოფებოდნენ. თუმცა რისთვის, უცნობია,"- ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

მოწმის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებოდა. 

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს პოლიციაში ჩაბარება თავად სურდა, თუმცა სანამ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში აიყვანეს. 

დღის ამბები