25 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო 30 სექტემბერი საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთი ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკს გლოვობს. წვიმის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად ელისეის სასახლესთან რიგები არ წყდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცახადა.

ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას პარიზში, სენ-სულპისის ეკლესიაში, ხვალ  საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიც დაესწრებიან. საფრანგეთში 30 ქვეყნის პირველი პირი და დელეგაცია ჩავა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 26 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟაკ შირაკი პრეზიდენტის პოსტს ორი ვადის განმავლობაში, 1995 წლიდან 2007 წლამდე იკავებდა, პრეზიდენტობამდე კი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში პარიზის მერი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები