20 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
პუტინი, ტრამპი და ცუკერბერგი ბრიტანულ თოჯინების შოუში გამოჩნდებიან

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, მარკ ცუკერბერგი, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - ამ პერსონაჟებით გასული საუკუნის ყველაზე პოპულარული სატირული თოჯინების შოუ "Spitting Image" ბრიტანულ ტელეეკრანს უბრუნდება.
სატელევიზიო სერიალის შემქმნელები მაყურებელს ახალ შოუში არაერთ სახასიათო და სკანდალურ გმირს შესთავაზებენ. ძველი სერიების მსგავსად, ახალიც უხვად იქნება დატვირთული სატირულ-პოლიტიკური კონტექსტით.
თოჯინები უკვე შექმნილია. პუტინის წელს ზემოთ შიშველ  ფიგურას მუცელზე სვირინგი აქვს, წარწერით "განგსტერული ცხოვრება". ტრამპი ტრადიციულ, ეპატაჟურ როლშია. სატირულ შოუში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც გამოჩნდებიან. მეგან მარკლი ბრჭყვიალა მაისურს მოირგებს.


"Spitting Image-ში" ამერიკელი რეპერი ქანიე ვესთი და ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგიც მოხვდნენ.

საპილოტე სერიები ჩაწერილია. სატირა საზოგადოების სამსახურში - ასე უწოდა ახალ პროგრამას შოუს თანაავტორმა როჯერ ლოუმ.

შოუს 18 ეპიზოდი ბრიტანეთში 90-იან წლებში ITV​-ს ეთერში გადიოდა. მას კვირაში 15 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. შოუმ არაერთი საპატიო ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის 10 ბაფტა და 2 ემი.

დღის ამბები