18 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
ოფიციალური თბილისის რეაქციას ზალკალიანი-ლავროვის პირისპირ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო უწყება ეხმიანება

თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის - ამ შეფასებით ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის რეაქციას ზალკალიანი-ლავროვის პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით. განცხადება რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ქართველი კოლეგები თბილისში არა შეხვედრის შინაარსით, არამედ პროტოკოლით უფრო დაინტერესდნენ.

"ჩვენი მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს და რუსეთის მოსახლეობას შორის პირდაპირი და გულახდილი საუბარი საჭიროა. ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ძიებაზე, რომელშიც ორი ქვეყანა, მათ შორის, ივნის-ივლისში განვითარებული მოვლენების შედეგად, იმყოფება,"- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები